უკვე ცნობილია, რომ ახალი პროცესორი საკმაოდ წარმადია ვიდრე Snapdragon 865, CPU 25%-ით, GPU და ISP – 35%-ით გაიზარდა. ტესტების შედეგები ჯერ არ გვაქვს, ამიტომაც მიგვიწევს მწარმოებელს სიტყვაზე ვენდოთ. ახალი ჩიპის სახელი 875-ის ნაცვლად 888 იმიტომ გახდა, რომ ჩინელებისთვის 8 ბედნიერი ციფრია.
როგორც ყოველთვის, პროცესორს 8 ბირთვი აქვს და მათავარი ბირთვი განკუთვნილია მაღალწარმადი ამოცანებისთვის, სამი ბირთვი ფონური მძიმე აპლიკაციებისთვის და კიდევ ოთხი ბვირთვი დაბალი პროერიტეტის მქონე სერვისებისთვის. მთავარი ბირთვი დაფუძნებულია ARM Cortex-X1 არქიტექტურაზე და მუშაობს 2,84 გჰც-ზე. სამი დამატებითი ბირთვი Cortex A78, ხოლო დანარჩენი ოთხი Cortex A55.
Cortex A78 20%-ით უფრო წარმადია და უფრო “სტაბილურ წარმადობას” იძლევა. საერთო ჯამში პროცესორი დამზადებულია ბალანსისთვის ზომასა და ენერგომოხმარებას შორის. Cortex-X1 არ არის ითვალისწინებს ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას და მაქსიმალურ წარმადობას გვაძლევს.
გრაფიკული ბირთვის შესახებ კომპანია დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ წელს Variable Rate Shading ტექნოლოგია განხორციელდა, რომელიც დეველოპერებს რენდერინგისა და დეტალიზაციის კონტროლის საშუალებას აძლევს.
უკაბელო ქსელების მხარდაჭერას FastConnect 6900 სისტემა ახორციელებს, რომელიც მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს ზრდის. ახალი ჩიპით აღჭურვილი ტელეფონები მიიღებენ Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერას. რა თქმა უნდა საჭირო იქნება ტელეფონების მწარმოებლებმა დაამატონ ახალი ელემენტები, რომლებიც ამ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. Wi-Fi 6E – იდეალური ვარიანტია მათთვის ვინც დაბინძურებულ და გადატვირთულ რადიო გარემოში ცხოვრობენ. 6E სტანდარტი 6 გიგაჰერციანი სიხშირული ზოლის გამოყენების საშუალებასაც იძლევა.
რა თქმა უნდა უკაბელო ქსელების გამოყენება სხვა და სხვა ქვეყნების რეგულატორებთან შეთანხმებას საჭიროებს. პირველი სმარტფონები უახლესი ტექნოლოგიებით მოსალოდნელია Galaxy S21 Ultra გახდეს.