პროექტის ბლოგში ნათქვამია, რომ კომპანია RedHat შეწყვეტს CentOS-ის დეველოპემნტსა და მხარდაჭერას 2021 წლისათვის და ძალების კონცენტრაციას სატესოტ ფორკზე CentOS Stream-ზე მოახდენს.
ასე და ამგვარდა CentOS 9 არ იხილავს დღის სინათლეს და პოპულარული სისტემის ბოლო ვერსია CentOS 8 იქნება. ნაცვლად ძველი პროექტისა კომპანია RedHat ყურადღებას CentOS Stream-ზე გადაიტანს.
RedHat-მა CentOS-ის სტაბილურ ვერსიაზე მუშაობის შეწყვეტა რესურსების ოპტიმიზაციით ახსნა. CentOS და CentOS Stream კომპანიისთვის ფაქტიურად Red Hat Enterprise Linux-ის სატესტო ბილდები იყო. CentOS 9-ის შემუშავების შეწყვეტა კომპანიას დაეხმარება შეინარჩუნოს უკვე არსებული ბილდების მხარდაჭერა და ამით იხსნება სატესტო დისტრიბუტივების რაოდენობის შემცირება ორიდან ერთამდე.
კომპანია განაგრძნობს წყარო კოდის გამოქვეყნებას, რადგანაც სრულიად მოსალოდნელია, რომ CentOS-ის ვერსიებად დაყოფილი რელიზების გამოქვეყნებას სხვა კომპანია მოკიდებს ხელს ან თუნდაც რომელიმე თავისუფალი დეველოპერების ჯგუფი.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვნა, რომ CentOS რიგით მეორე Linux დისტრიბუტივია Ubuntu-ს შემდეგ. სისტემური ადმინსტრატორები და დეველოპერები მას დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ, რადგანაც ის იძლეოდა RHEL-ის ფუნქციონალზე წვდომას სრულიად უფასოდ. ზოგიერთი შეფასებით CentOS-ის წილი Linux საზოგადოებაზე 16% შეადგენს, ხოლო Ubuntu-ს ბაზრის 27% უკავია.
დისტრიბუტივის პოპულარობა იმით აიხსენბა, რომ პრეოქტი საკმაოდ სწრაფად ახლდებოდა და წვდომას იძლეოდა უმთავრესი სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს სტაბილურ ბილდებზე.
ერთადერთი სუსტი წერტილი CentOS-ში ეს არის Docker კონტეინერებთან სუსტი ინტეგრაცია, რაც RedHat-ის მიერ საკუთარი OpenShift პლატფორმის განვითარებით აიხსნება.
შედეგად ვიღებთ იმას, რომ CentOS Stream-ზე გადასვლით კომპანია იღებს “მუდმივი ბეტა” ტესტირების რეჟიმში მყოფ მომხმარებლებს, რომელბიც უფასო რესურის იქნება კომპანიისთვის Red Hat Enterprise Linux-ის სტაბილიზაციისთვის.
იქნება თუ არა CentOS Stream მომხმარებლებისთვის ისეთივე მომხიბლავი მომავალი გვაჩვენებს. შესაძლოა CentOS-ის მე-9 ვერსიის შემუშავება დამოუკიდებლად გაგრძელდეს. უმთავრესი შტრიხები CentOS-ის პოპულარობაში მისი სტაბილური და არა უახლესი ბირთვი იყო, ასევე სტაბილური პაკეტები და საერთო ჯამში სისტემის მაღალი სტაბილურობა. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენად ნედლი და არასტაბილური იქნება CentOS Steam და რამდენად აქტიურად მოახდენს მასზე ზრუნვას RedHat.