კონტენტზე გადასვლა
Rocky Linux – ახალი დისტრიბუტივი CentOS-ის დამფუძნებლისგან

Rocky Linux – ახალი დისტრიბუტივი CentOS-ის დამფუძნებლისგან

დავით მაჭახელიძე · 1 წთ საკითხავი

გრეგორი კურცერმა ახალი ინიციატივა წამოიწყო, რომელიც RedHat-ის მიერ CentOS-ის სტაბილური რელიზების შეწყვეტის შემდეგ გახდა აქტუალური. კურცერი მოუწოდებს დეველოპერებს შეუერთდნენ ახალ პროექტს, რომლისთვისაც უკვე შეიქმნა GitHub რეპოზიტორია და დარეგისტრირდა დომენი rockylinux.org.

პროექტი ჯერ-ჯერობით დაგეგმვის სტადიაზეა და ასევე ფორმირდება დეველოპერების გუნდი. გაცხადდა, რომ Rocky Linux გააგრძელებს კლასიკური CentOS-ის ტრადიციებს და საზოგადოების ძალისხმევით განვითარდება. პროექტი სრულად იქნება თავსებადი Red Hat Enterprise Linux-თან და სტაბილურობის შესაბამის დონეზე იქნება. პროექტის ფინანსირებას კომპანია Control Command განახორციელებას, რომლის მეთაურიცა გრეგორი კურცერი.

წაიკითხეთ შემდეგ

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!