Bloomberg-ის ინფორმაციით პოლონური სტუდისს CD PROJEKT RED-ის ხელმძღვანელებმა მთლი პასუხსიმგებლობა აიღეს მრავალრიცხოვან ბაგებზე, რომლებიც მომხმარებლებმა Cyberpunk 2077-ში აღმოაჩინეს მისი გლობალური სტარტის დროს. კომპანია არ შეუმცირებს თანამშრომლებს პრემიებსა და ბონუსებს თამაშში არსებული პრობლემების გამო.

“ჩვენ ვერ შევაფასეთ ადაეკვატურად სრული მასშტაბი და სიძნელეები, რომელიც უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ ეს თამაში რეალობამდე მივიდეს, მიუხედავად ამისა ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვიყენეთ, რომ გამოგვეშვა ასეთი ამბიციური თამაში” – წერს ადამ ბადოვსკი, რომელიც სტუდიის ხელმძღვანელი და პროექტის არტ დირექტორია.

სტუდია CD PROJEKT RED 10 დეკემბრამდე ფიქრობდა, რომ ბონუსებს დეველოპერები მიიღებდნენ Metacritic-ზე 90 ბალზე მაღალი შეფასების შემთხვევაში, თუმცა 10 დეკემბრიდან ეს შეზღუდვა მოიხსნა, რადგანაც სტუდიაში თვლიან, რომ ეს ზომები უსამართლო იქნება ამ სიტუაციაში. ახლა უკვე ყველა ბონუსი იქნება გადახდილი თამაშის შეაფასების მიუხედავად.

სრული ბონუსების გარდა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ დეველოპერებს გაუნაწილებს მოგების 10%-ს 2020 წლის განმავლობაში.

ბევრმა მომხმარებელმა თამაშის გამოსვლისთანავე დაიწყეს საუბარი ბაგებისა და პრობლემების შესახებ ახალ თამაშში. მათი ნაწილი თვლის, რომ Cyberpunk 2077-ის მიმდინარე ვერსია ძალიან ნედლია და იქ ხშირად არ მუშაობს ქვესთები და თამაში შესაძლოა გაითიშოს ან გაიჭერდოს, მანქანები ციდან ვარდება, არამოთამაშე პერსონაჟები ხშირად გადაუხვევენ ხოლმე დათქმული მარშრუტიდან, მანქანები და მოწინააღმდეგეები გადიან კედლებში და მთავარი პერსონაჟი ხშირად იჭედება ტექსტურებში.

ნახეთ ბაგების ამსახველი ვიდეო მონტაჟი:

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი