Intel-მა სპეციალური აპარატული მოდული გამოუშვა, რომელიც ბიომეტრიული აუთენტიფიკაციისთვისაა განკუთვნილი და სახის ამოცნობას ახორციელებს Apple-ის Face ID-ის მსგავსად. ახალი სისტემა RealSense ID F455 პლასტიკურ ბარათზე პატარაა და განკუთვნილია ჭკვიანი საკეტებისთვის და ისეთიწვდომის კონტროლისთვის, როგორიც საჭიროა მაგ. ბანკომატებში.

Intel RealSense ID F455-ს აქვს სიღრმის აქტიური სენსორი მომხმარებლის სახლის სკანირებისთვის სპეციალური ნეირონული ქსელით, ლოკალურ ჩიპსეტზე, რომ აამაღლოს PIN კოდის, პაროლის ან თითის ანაბეჭდებით ავტორიზაციის უსაფრთხოება.

მას სპეციალური სპუფინგისგან დაცვის ტექნოლოგია აქვს, რითაც თავიდან იცილებს მოტყუების მცდელობებს ფოტოგრაფიების, ვიდეოსა და 3D ნიღბების საშუალებით. კომპანია გვარწმუნებს, რომ მოდელის ეფექტურობა მაღალია და მოტყუების შანსი მხოლოდ ერთია მილიონიდან.

მნიშვნელოვანი თავისებურებაა მომხმარებლის გარეგნობასთან ადაპტირება. სისტემა ამოგიცნობთ მაშინაც კი თუ სათვალეს გაიკეთებთ, წვერს მოუშვებთ ან შეიცვლით ვარცხნილობას. გარდა ამისა ჩაშენებული ინფრაწითელი სენსორით შესაძლებელია მუშაობა განათების ბნელ და მზიან პირობებშიც კი.

კომპანიამ ორი ვარიანტი წარმოადგინა, ასანთის კოლოფზე ოდნავ დიდი USB-C პორტით და მოდულური ვერსია კორპუსის გარეშე 50 x 18 x 4,6 მმ. ზომებში, რომლის ინტეგრაციაც არის შესაძლებელი სხვა დას ხვა მოწყობილობებში თუ სისტემებში. Intel RealSense ID F455 გაყიდვაში 2021 წლის მარტში შემოვა. ბლოკის ფასი $99, ხოლო მოდულის ღირებულება $75 იქნება.

წინა სტატიაბიტკოინის კურსი $30 000-ზე მეტია
შემდეგი სტატია100 მილიონამდე მომხმარებელი ჯერ კიდევ Windows 7-ზე მუშაობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი