OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა პიტ ლაუმ საკუთარ Twitter-ის ბლოგში უჩვეულო ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით ასე უნდა გამოიყურებიოდეს საფირმო სმარტფონების შეფუთვა, რომ ისინი მაქსიმალურად ეკონომიური და ეკოლოგიური იყოს.
ფოტოზე გამოსახული შეფუთვა ძირეულად განსხვავდება ჩვეულებრიბვი ყუთებისგან, რომლებშიც ახლა ვყიდულობთ სმარტფონს. ჩვეულებრივ ასეთ შეფუთვაში აკუმლატორები, ფლეშკები ან კომპიუტერის მაუსები იყიდება. ბლისტერის ზედა ნაწილში მას მარყუჯი აქვს,. რომლის საშუალებითაც ის შეიძლება ღია ვიტრინაზე დავკიდოთ.
Not that we’re giving up the stylish red box, but I’ll admit, this would be kinda fun. pic.twitter.com/sVPDK4Lvgl
გარდა ამისა სურათი მეტყველებს იმაზე, რომ კომპლექტაციაში არ შედის ისეთი აქსესუარები, როგორიცა კაბელი და კვების ბლოკი. ადრე გარემოს დაცვის მოტივით რამდენიმე წამყვანმა ბრენდმა უკვე უარი თქვეს ამ აქსესუარების სტანდარტულ კომპლექტაციაში მიწოდებაზე.
OnePlus-ის გენ. დირექტორი პიტ ლაუ ამბობს, რომ მომავლაში საფირმო მოწყობილობები ეკონომიურ შეფუთვაში გაიყიდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ჯერ არ აპირებს უარი თქვას საფირმო წითელ ყუთზე. სურათზე სავარაუდოდ ნაჩვენებია კონცეფცია, რომელზეც კომპანიამ უარი თქვა.