მაიკროსოფტმა CBL-Mariner-ის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომელიც კომპანიის შიგნით მუშავდებოდა და გამოიყენება Azure-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში.

CBL-Mariner – სპეციალური დანიშნულების დისტრიბუტივია და შექმნილია Linux System Group ქვედანაყოფის მიერ. იგივე ჯგუფმა შექმნა ბირთვის WSL2 ქვესისტემისთვის Windows 10-ში.

Microsoft-ის თვალსაზრისით აზრი არა აქვს ბირთვი სხვა სისტემიდან აიღონ. საკუთარი ქვედანაყოფი ოპერატიულად შეძლებს კოდის შეცვლას და კონკრეტული აპარატურის ოპტიმალურ მხარდაჭერას. საკუთარ ბირთვზე კომპანიას გარკვეული კონტროლის შენარჩუნებაც შეუძლია.

აბრევიატურა CBL იშიფრება როგორც Common Base Linux.

პროექტის წყარო კოდი GitHub-ზე არის გამოქვეყნებული MIT ლიცენზიით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დისტრიბუტივი შექმნილია მაიროსოფტის შიდა მოხმარებისთვის და ISO იმიჯების შექმნა არ არის გათვალისწინებული, რეპოზიტორიაში არის ინსტრუქცია თუ როგორ უნდა შევქმნათ იმიჯი Ubuntu 18.04-ისთვის. საჭიროა დაყენდეს Docker, Go-ს უახლესი ვერსია, RPM ინსტრუმენტები და სხვა.

ინსტალატორი გვთავაზობს დაყენებსი ორ ვარიანტს: მხოლოდ ბირთვი (Core) და სრული სისტემა (Full). ორივე შემთხვევაში ინსტალაცია ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. სუსტ ვირტუალურ მანქანაზე 1 vCPU, 2GB RAM, 16 GB HDD მინიმალური სისტემა 29 წამში ყენდება, ხოლოდ სრული 76 წამში. პროცეში პასუხი უნდა გავცეთ სტანდარტულ შეკითხვებს ტიპიური პარამეტრებით, დისკის დანაყოფების და სისტემური კონფიგურაციის შესახებ.

CBL-Mariner-ის პაკეტების მენეჯმენტი RPM-ზე არის დაფუძნებული, ის dnf-სა და Tiny DNF იყენებს Photon OS-დან.

სისტემა ასევე ითვალისწინებს განახლებას იმიჯების საშუალებით ატომური მომსახურებისთვისა და წინა ვერსიაზე დაბრუნებისთვის RPM-OSTree ფუნქციის საშუალებით. rpm-ostree-ის იდეა გამოიყენება კლიენტ სერვერული არქიტექტურის საიმედო განახლებებისათვის და Linux ჰოსტების სინქრონიზაციისთვის უახლეს პაკეტებამდე.

ინსტალაციის შემდეგ ხელმისაწვდომია ორი რეპოზიტორია დაახლ. 3300 პაკეტით.

CBL-Mariner მისდევს პირნციპს “უსაფრთხოება ნაგულისხმევად” (secure-by-default), არის გაძლიერებული ბირთვით, ხელმოწერილი განახლებებით, ASLR დაცვით, გაძლიერებული კომპილატორით (compiler-based hardening), დაცული ლოგებით და ა.შ.

წინა სტატიაTSMC: Apple და Intel მალე 3 ნანომეტრიან პროცესორებს გამოუშვებენ.
შემდეგი სტატიაApple-მა MagSafe დამატებითი აკუმლატორი წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი