როგორც ჩანს ჩიპებს ძალიან მალე ისეთ ზედაპირებზეც დაბეჭდავენ, როგორიცაა ქსოვილი, ქაღალდი ან პლასტმასი. სწორედ პლასტმასის ჩიპების მასიურ გამოშვებას გვპირდება მიკროსქემების დეველოპერი ARM, რომელმაც პალასტმასზე დაფუძნებული დრეკადი ჩიპი PlasticARM წარმოადგინა.
ARM-ის მიერ შექმნილი დრეკადი ჩიპი პირველი არ არის თუმცა დღეს ის ყველაზე რთული კონსტრუქციისაა. PlasticARM შეიცავს 32-ბიტიან პროცესორს Cortex-M0 (ყველაზე იაფი და მარტივი პროცესორი ARM Cortex-M ოჯახიდან), 128 ბაიტ ოპერატიულ მეხისერებას და ბაიტი ჩაშენებულ მეხსიერებას. ის შედგება 10 000 ლოგიკური გადამრთველისგან შედგება, რაც ARM-ის მტკიცებით 12-ჯერ აღემატება მის წინამორბედ პლასტიკურ ჩიპს.
ჩიპი შექმნილია დრეკადი ელექტრონიკის მწარმოებელთან PragmaticIC-თან ერთად. მას ჯერ კიდევ არ აქვს იგივე ფუქნიონალი, რაც სილიკონის კონსტრუქციებს. მაგალითისთვის მას მხოლოდ სამი სატესტო პროგრამის გაშვება შეუძლია, რომლებიც დამზადებისას ინტეგრირდება. ARM-ში უკვე მუშაობენ ჩიპის მომავალ უფრო მძლავრ ვერსიაზე.
PlasticARM და ანალოგიური ჩიპები ასეთი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათში დრეკადი კომპონენტები გამოიყენება. აღნიშნულ შემთხვევაში მეტალის ოქსიდის ტრანზისტორების თხელი ფენა გამოიყენება. მათი დაბეჭდვა დრეკად ზედაპირებზეა შესაძლებელი და ინარჩუნებენ ფუნქციონალურ შესაძლებლობებს განსხვავებით მსხვრევადი სილიკონის პროცესორებისგან. დამზადებისას გამოიყენება მასალები, რომლებიც წარმოებას ძალიან აიაფებს.
მომავალში შესაძლებელი გახდება PlasticARM-ის მსგავსი ჩიპების დაბეჭდვა თუნდაც რძის ბოთლზე, რითაც ადვილი იქნება პროდუქტის მდგომარეობის და მისი ვარგისიანობის მონიტორინგი. ARM ამბობს, რომ ამით დაიწყება ელექტრონიკის ახალი ერა, რომელშიც ჩიპები ინტეგრირებული იქნება “ტრილიონამდე უსულო ობიექტში” და ეს მომავალი ათწლეულის განმავლობაში მოხდება.