2021 წლის 10 სექტემბერს მოსამართლე ივონ გონსალეს როჯერსმა Epic Games-სა და Apple-ს შორის აღძრულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაახმოვანა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ Apple სწორად მოიქცა, როცა წაშალა App Store-დან თამაში და შეუძლია ის დაბლოკოს შემდგომშიც, მანამ სანამ კომპანიები ურთერთ შეთანხმებამდე არ მივლენ. ასევე სასამართლომ ვერ იპოვა Epic-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ფაქტები, რომ Apple მონოპოლისტია ბაზარზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით Epic-მა Apple-ს უნდა გადაუხადოს $12 მლნ კომპენსაცია, რაც მანამდე მიღებული მოგების 30% შეადგენს. ეს თანხა გადაიხადეს მომხმარებლებმა Fortnite-ის iOS ვერსიაში Epic Direct Payment-ის საშუალებით.
ამერიკულმა სასამართლომ Epic-ის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, თუმცა Apple-ს აუკრძალა შეზღუდოს დეველოპერები App Store-ში. კომპანიას არ შეუძლია აუკრძალოს მათ შეატყობინონ მომხამრებლებს გადახდის ალტერნატიული საშუალებების შესახებ, რაც აპლიკაციის საფასურსა და მის შიგნით განხორციელებულ გადახდებსაც ეხება. სასამართლომ ნება დართო iOS დეველოპერებს გამოიყენონ სპეციალური ღილაკები ან ბმულები აპლიკაციებში, რითაც მომხმარებლებს მიაწვდიან ინფორმაციას განსხვავებული გადახდის მეთოდების შესახებ Apple-ის სერვისების გვერდის ავლით.
სასამართლოს გადაწყვეტილება 90 დღეში შევა ძალაში და Epic-ს მისი გასაჩივრება შეუძლია.
Apple-მა გააკეთა კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირები და აღნიშნა, რომ სასამართლომ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ კომპანია არ არღვევს ა.შ.შ-ს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას.
Epic Games-ის გენერალურმა დირექტორმაც გააკეთა კომენტარი სადაც ის ამბობს, რომ გააგრძელებს ბრძოლას Apple-ის წინააღმდეგ და ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ განაჩენს.
Epic Games-ის არგუმენტებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს მოსამართლეზე
დავით მაჭახელიძეEpic Games და Apple-ის საქმის განხილვა ონლაინ სხდომის ფორმატში განხორციელდა: დეველოპერმა მოითხოვა Fortnite-ის App Store-ში…
Epic Games-მა სასამართლოს განუცხადა, რომ App Store-დან წაშლის შემდეგ მათ მომხმარებლების მესამედი დაკარგეს
დავით მაჭახელიძეEpic Games-მა თხოვა სასამართლოს, რომ გააუქმოს შეზღუდებვი, რომელიც Apple-მათ წინააღმდეგ აამოქმედა App Store-ის წესების დარღვევისთვის,…
NVIDIA: Fortnite-ში სხივების ტრასირება (RTX) იქნება
დავით მაჭახელიძეახალი ვიდეო ბარათების პრეზენტაციაზე NVIDA-მ არა მხოლოდ RTX 30xx სერიის ვიდეო ბარათები წარმოადგინა, არამედ სიახლეების…
Apple-მა წაშალა Epic Games-ის ანგარიში App Store-დან
დავით მაჭახელიძეApple-მა წაშალა Epic Games-ის ანგარიში App Store-დან, თუმცა შეინარჩუნა დეველოპერის პროფილი გრაფიკული ძრავის Unreal Engine-ისთვის….
Apple-ის განცხადებით Epic Games-მა განსაკუთრებული პირობები მოითხოვა
დავით მაჭახელიძეApple განცხადებით გამოვიდა Epic Games-ის სარჩელის პასუხად, რომელიც მას ანტიკონკურენტულ ქცევაში ადანაშაულებს. აიტი გიგანტი ამბობს,…
Epic Games – FreeFortnite ჩემპიონატს ჩაატარებს
დავით მაჭახელიძეხვალიდან Epic Games დაიწყებს FreeFortnite ჩემპიონატს. ტურნირი ოთხი საათი გაგრძელდება და მასში გამარჯვებულები პრიზებს მოიგებენ,…