ევროკავშირი სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის ერთიანი დამმუხტი კაბელის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს

პროექტის მიღება ყველაზე მეტად კომპანია Apple-ზე იმოქმედებს, რომელიც მოწყობილობებს საკუთარი კომერციული გადაწყვეტილებით მუხტავს.

ევროკომისია 23 სექემბერს წარმოადგგენს პროექტს, რომელიც ავალდებულებს მწარმოებლებს დააყენონ ყველა მობილრ ტეელფონზე, პლანშეტზე და ყურსასმენზე ერთნაირი პორტი დამუხტვისთვის. ამის შესახებ Reuters გვატყობინებს წყაროებზე დაყრდნობით.

ევროკავშირში თვლიან, რომ გადაწყვეტილება ეკოლოგიური და მომხმარებლისთის სასარგებლოც იქნება. კნონპროექტში რეკომენდაციაც კი არის, რომ დასამუხტი მოწყობილობა ცალკე გაიყიდოს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სიახლე ყველაზე მეტად Apple-ს შეაწუხებს: მათ საკუთარი Lightnin პორტი აქვთ, როცა სხვა მწარმოებბლების უმრავლესობა USB micro-B ან USB-C პორტს იყენებენ. Apple ევროკავშირის ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის და თვლის, რომ ეს შეანელებს განვითარებას, ქმნის ეკექტრონული ნარჩენების დიდ რაოდენობას და მომხმარებლებს გააღიზიანებს.

ევროკავშირს 2009 წლიდან უნდა დამუხტვის ერთიანი სტანდარტის შემოღება. მაშინ ბაზარზე 30-მდე ნაირსახეობა იყო. მაშინ მემორანდუმს ხელი Apple, Samsung, Huawi და Nokia-მ მოაწერეს, რომელშიც თანხმდებოდნენ, რომ გამოიყენებდნენ microUSB პორტს 2011 წლის შემდეგ გამოშვებულ ტელეფონებში. მიხუედავად ამისა Apple მხოლოდ Lightning-microUSB გადამყვანით შემოიფარგლა.

წინა სტატიაApple-ის პრეზენტაცია | iPhone 13, iPad mini და Watch Series 7
შემდეგი სტატიაTwitter-ში საყვარელი ავტორების ბიტკოინებით დასაჩუქრება გახდა შესაძლებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი