სოციალური ქსელი Strike გადახდების სისტემას აინტეგრირებს
ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია iOS-ზე და უახლოეს კვირებში Android-ზეც გამოჩნდება, წერს CNBC.
მომხმარებლები შეძლებენ მიუთითონ საკუთარი კრიპტო საფულეები თანხის მისაღებად ან გასაგზავნად. სოციალური ქსელი გადარიცხვებიდან საკომისიოს არ ჩამოგაჭრით.
გარდა ამისა Twitter ამბობს, რომ ატესტირებს ფუნქციას, რომელიც საკუთარი ციფრული NFT აქტივების კოლექციის ჩვენებას გახდის შესაძლებელს სოციალურ ქსელში. სხვა დეტალებს კომპანია არ ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს.
კომპანია ჯერ კიდევ მაისში ატესტირებდა ფულად გადარიცხებს, მაგრამ მაშინ მომხმარებლებს მხოლოდ ფიატური ფულის გადაგზავნა შეეძლოთ Bandcamp, Cash App, Patreon, PayPal და Venmo-ს საშუალებით.