კომპანია Fairphone-მა, რომელიც ცდილობს შექმნას რემონტირებადი და ხანგრძლივი გარანტიის მქონე სმარტფონები წარმოადგინა ახალი ფლაგმანი: Fairphone 4. მან მიიღო განახლებული დიზანი და გაუმჯობესებული მონაცემები. მოწყობილობა 579 ევრო ღირს.
Fairphone 3-მა მიიღო 10/10 ბალი iFixit-ის შეფასებით. სმარტფონის დაშლა სრუალდ არის შესაძლებელი და მისი აწყობა მხოლოდ ერთი სახრახნისითაა შესაძლებელი.
Fairphone 4-ის ტექნიკური შესაძლებლობები განისზაღვრება Qualcomm Snapdragon 750G, 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით.
649 ევროდ შეფასებული მოდელი 8 გიგაბაიტი ოპერატიულით და 256 გბ. შიდა მეხსიერებითაა.
Fairphone 4-ს აქვს 6,3 დიუმიანი ეკრანი 2340×1080 რეზოლუციითა და უფრო თხელი ჩარჩო აქვს ვიდრე წინამორბედს. მას წვეთის ფორმის 25 მეგაპიქსელიანი სელფი კამერა აქვს.
3905 მა/სთ მოცულობის აკუმლატორი Qualcomm Quck Charge 4.1-ით იმუხტება და კომპლექტაციაში USB-C დამმუხტი მოწყობილობა არ არის გათვალისწინებული.
ტელეფონი Android 11 საოპერაციო სისტემით იმართება, აქვს თითის ანაბეჭდების სკანერი ჩართვის ღილაკში, MicroSD ბარათების სლოტი და შეუძლია ორი სიმ ბარათის მიღება ფიზიკური და ელექტრონული ფორმით (nanoSIM და eSIM).
Fairphone 4-ში არ არის 3.5 მმ. ყურსასმენების პორტი.
უკანა პანელზე მოთავსებულია 48 მპ. მთავარი კამერა ოპტიკური სტაბილიზაციით და 48 მპ. ფართოკუთხოვანი და მაკრო კამერა. მესამე სენსორი ლაზერულ ავტოფოკუსს ემსახურება.
Fairphone-ის მთავარი თავისებურება მოდულური კომპონეტებია, რომლებიც მის რემონტს ამარტივებს. ტელეფონს აქვს რვა ადვილად შეცვლადი მოდული: ეკრანი, USB-C პორტი, სელფი-კამერა, დინამიკი, მთავარი კამერის მასივი, მეორე დინამიკი, აკუმლატორი და უკანა პანელი. ყველა ეს დეტალი Fairphone.com-ზე იყიდება.
გაზაფხულზე Fairphone 2-მა მიიღო Android 9.0 განახლება, Qualcomm-ის დახმარების გარეშე, რომელმაც უარი თქვა 5 წლის წინანდელი ჩიპების მხარდაჭერაზე. განახლებისთვის Fairphone-მა LineageOS-ის საზოგადოება დაიხმარა.
Fairphone ამბობს, რომ სურს გააგრძელოს მუშაობა განახლებებზე. Fairphone 4 განახლებებს 2025 წლამდე მიიღებს, ხოლოდ Qualcomm-ის მხრიდან მხარდაჭერის დასრულების შემდეგ კომპანია საკუთარი ძალებით განაგრძობს პროცესს.
Fairphone 4 განახლდება Android 12 და 13 ვერსიებამდე, მაგრამ კომპანია მის მხარდაჭერას 2027 წლამდე აპირებს, რაც Android 14 და 15 ვერსიებსაც მოიცავს.
ახალი სმარტფონის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია და ის გაყიდვაში 25 ოქტომბერს შემოვა. Fairphone ევროპასა და დიდ ბრიტანეთში გაიყიდება.