Apple-მა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი Apple Watch Series 7 სმარტ საათი ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი შეკვეთისთვის ამ პარასკევს, 8 ოქტომბერს, გაყიდვები დაიწყება 15 ოქტომბერს. თარიღები მოქმედებს 50 ქვეყანაში, საქართველო ამ ქვეყნების ჩამონათვალში კვლავ არ არის.
Apple Watch Series 7-ს, რომელიც კომპანიამ სექტემბერში წარმოადგინა პრეზენტაციაზე, აქვს გაუმჯობესებული ჩვენება: ეკრანი 20%-ით დიდია ვიდრე მე-6 სერიის მოდელში. ამის გამო, მაგალითად, კლავიატურა გახდა სრული ზომის. კომპანია აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე გამძლე Apple Watch, ბზარების წინააღმდეგობით, მტვრისგან სრული დაცვით და წყალში 50 მეტრამდე ჩაძირვით.
ხელმისაწვდომი იქნება ორი ზომა — 41 და 45 მმ. ალუმინის კლასიკური მოდელები ხელმისაწვდომი იქნება ხუთ ფერში: Midnight, Starlight, Green, New Blue და PRODUCT RED. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მოდელები — ვერცხლის, ოქროსა და გრაფიტის ფერით. გარდა ამისა, კომპანია გამოუშვებს ორ მოდელს ტიტანის გარსაცმით.