ჩიპების მწარმოებელმა Qualcomm წარმოადგინა ოთხი ახალი პროცესორი მობილური მოწყობილობებისთვის, მათ შორის წამყვანი Snapdragon 695 5G.
Snapdragon 778G წარმოდგენილია Plus ბოლოსართით დასახელებაში. ის მუშაობს 2,5 გჰც. სიხშირეზე, მასში ჩაშენებულია Adreno 640L ვდეო ამაჩქარებელი. პროცესორი დამზადებულია 6 ნანომეტრზე და აქვს Bluetooth 5.2, Wi-Fi 6, 144 ჰერციანი ეკრანების და 64 მეგაპიქსელიანი კამერების მხარდაჭერა. აღნიშნული მოდელი საშუალო წარმადობის ჩიპია სერიაში.
Plus ბოლოსართი Snapdragon 480 და 640 ჩიპებმაც მიიღო. მათ შორის მხოლოდ Snapdragon 680 აქვს 5G-ის მხარდაჭერა. 480 Plus იქნება უკვე არსებული Snapdragon 480-ის განახლება და ექნება 2,2 გჰც. სიხშირე და Adreno 619 გრაფიკა.
Snapdragon 680 Plus ისევე, როგორ 778G Plus შექმნილია 6 ნანომეტრიანი პროცესით. აღნიშნული პროცესორი იმ სმარტფონებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც, მოხლოდ LTE ქსელების მხარდაჭერით გამოვა.
ახალი პრემიალური Snapdragon 695 4G გახდება 690 სერიისთვის. პროცესორი მუშაობს 5G ქსელებში, mmWave და sub-6 Ghz დიაპაზონებში. ჩიპს აქვს 120 ჰერციანი ეკრანების და 32 მეგაპიქსელამდე კამერების მხარდაჭერა. Qualcomm ამბობს, რომ პროცესორის წარმადობა 15%-ით გაიზარდა, ხოლო გრაფიკა 30%-ით აჩქარდება.
მოსალოდნელია, რომ ახალი ჩიპები წლის ბოლოსკენ გამოვა. ახალი რელიზები დიდი ალბათობით მოსალოდნელია Honor, Motorola, Oppo, Vivo და Xiaomi ბრენდებისგან.