გუშინ Apple-მა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც განაცხადა, რომ უჩივლებს საიდუმლო სამსახურების მიერ დაფინანსებულ NSO Group-ს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, თუ როგორ ატყობინებს კომპანია მომხმარებლებს, რომლებიც “ჯაშუშური თავდასხმის მიზანში არიან”.

მომხმარებლები, რომელთა მოწყობილობები სავარაუდოდ დაინფიცირებული იქნებოდა ჯაშუშური პროგრამით, მიიღებენ გაფრთხილებებს ამის შესახებ ელფოსტით, რომელიც დაკავშირებულია მათ Apple ID-სთან და iMessage-ში. ასევე, დიდი გამაფრთხილებელი ბანერი გამოჩნდება ანგარიშის მართვის მთავარ ვებ გვერდზე.

კომპანია აღნიშნავს, რომ ზოგჯერ შეიძლება არსებობდეს ინფექციის ამოცნობის სისტემის ცრუ დადებითი შედეგები. ასევე, ზოგიერთი შეტევა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის ტაქტიკა მუდმივად იცვლება.

ინფექციის თავიდან ასაცილებლად Apple გირჩევთ:

  1. ყოველთვის გამოიყენეთ iOS-ის უახლესი ვერსია
  2. გამოიყენეთ პაროლი მოწყობილობაზე
  3. ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია
  4. დააინსტალირეთ აპლიკაციები მხოლოდ App Store-დან
  5. არ მიჰყვეთ უცნობ ბმულებს და არ გახსნათ დანართები უცნობი გამგზავნისგან

შეგახსენებთ, რომ Pegasus spyware ვირუსი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ჟურნალისტის თვალთვალისთვის, საფრთხეს არ უქმნის iPhone-ების უმეტესობის მფლობელებს. ამის შესახებ ივლისში ვაშინგტონ პოსტს Apple-ის საინჟინრო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ივან კრსტიჩმა განუცხადა.

წინა სტატიარა მონაცემებს გადასცემს Apple თქვენს ოჯახს თქვენი გარდაცვალების შემდეგ
შემდეგი სტატიაWindows ARM პლატფორმაზე ახალი მოთამაშეები იქნებიან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი