როიტერის მონაცემებით, Xiaomi პეკინში გეგმავს ქარხანის აშენებას, რომელსაც წელიწადში 300 000 ელექტრომობილის წარმოება შეუძლია. ქარხნის მშენებლობა ორ ფაზად განხორციელდება, რომლის დეტალებიც ჯერ უცნობია. ასევე ცნობილი გახდა, რომ Xiaomi ააშენებს ელექტრომობილების შტაბ-ბინას, გაყიდვეების და კვლევების ოფისს პეკნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონაში. ელექტრომობილების მასიური წარმოების დაწყება უკვე 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.
ამ სიახლებმდე ცნობილი იყო, რომ Xiaomi $10 მილიარდს დახარჯავდა ახალი ელექტრომობილების განყოფილების შექმნაზე შემდეგი 10 წლის განმავლობაში. აგვისტოში კომპანიამ უკვე დაასრულა ახალი ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები.
ახალი მიმართულება Xiaomi-ს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს Tesla-სა და Xpeng-ს. ჩინეთი ერთ-ერთი მსხვილი, მაგრამ არა უმსხვილესი ბაზარია ელექტრომობილებისათვის. თუ კომპანია გადაწყვეტს პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანას შესაძლოა ეს ნაბიჯი ძალიან წარმატებული ან წარუმატებელი აღმოჩდეს რადგანაც ჩინეთისა და დასავლური ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულ ფაზაშია. Xiaomi ცნობილია მისი ბიუჯეტური გადაწყვეტილებებით, რაც მათი პოპულარობის მთავარი მიზეზია და ელექტრომობილების ბაზარზე ასეთი მოთამაშის გამოჩენა საინტერესო იქნება.