ელონ მასკმა თქვა, რომ SpaceX გაკოტრდება, თუ ძრავების წარმოების პრობლემას არ მოაგვარებს

ელონ მასკმა თანამშრომლებს SpaceX-თან დაკავშირებული პრობლემების შესახებ წერილით აცნობა.

Starship-ს შესაძლოა გაკოტრება დაემუქროს Raptor-ის სარაკეტო ძრავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ინდუსტრიული კრიზისი იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ჩანდა.

Raptor-ის წარმოების კრიზისი გაცილებით უარესია, ვიდრე ეს რამდენიმე კვირის წინ ჩანდა. გაკოტრების რეალური რისკის წინაშე ვდგავართ, თუ მომავალ წელს ვერ მივაღწევთ Starship-ის გაშვების სიხშირეს ორ კვირაში ერთხელ მაინც. ილონ მასკი

SpaceX-ის ძრავის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, უილ ჰელცლის, ახლახანს გადაყენებით, კომპანია აქტიურად იკვლევს გზებს კრიზისთან გამკლავებისთვის. მასკმა მომხდარს “კატასტროფა” უწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *