დღეს “მეტასამყაროების” შესახებ ბევრს საუბრობენ ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც VR და AR მოწყობილობებზე მუშაობენ, მაგრამ Intel-ის აზრით ახალი ტრენდის დრო ჯერ არ დამდგარა მიუხედავად მარკეტოლოგების განცხადებებისა, ციფრული ტექნიკის ბაზარი არ არის მზად ვირტუალური სამყაროს სისტემური მოთხოვნებისთვის.
Intel-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი რაჯა კოდური ასეთ პოზიციას თანამედროვე მოწყობილობების ძალიან სუსტი მონაცემებით ხსნის. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის კონკრეტული ნიშნულები, რომლებიც განსაზღვრავს თუ რამხელა გამოთვლითი სიმძლავრე დაჭირება “მეტასამყაროს, მაგრამ მისი მუშაობისთვის იმ სახით, როგორც ამას კომპანიები წარმოგვიდგენენ საჭირო გახდება მინიმუმ 1000-ჯერ გაიზარდოს აპარატული შესაძლებლობები.
თუ ჩვენ გვინდა, რომ “მეტასამყარო” იყოს რაღაც დიდი, ვიდრე მასიური მრავალმომხმარებლიანი VR და AR თამაშები, თანაც თუ გვინდა მასზე წვდომა მობილური მოწყობილობებიდან გვქონდეს, საჭიროა უფრო მეტი სიმძლავრე.
მაგალითისთვის Intel-ს მოწყავს მძლავრი მოწყობილობების საჭიროება “დამაჯერებელი და დეტალური ავატარების გამოსახვისთვის რეალისტური თმები და კანის ფერებით, რომელიც რეალურ დროში რენდერდება და ეყრდნობა ინფორმაციას სამ განზომილებიანი სენსორებიდან” გარდა ამისა კომპანია თვლის, რომ ასეთი პროექტების რეალიზაციისთვის საჭიროა ზემაღალი გამტარობის კავშირგაბმულობა ძალიან მცირე შეყოვნებით.