კონტენტზე გადასვლა
macOS-ის შემდეგ ვერსიას შეიძლება ეწოდოს Mammoth

macOS-ის შემდეგ ვერსიას შეიძლება ეწოდოს Mammoth

Dimitri Gogelia · 1 წთ საკითხავი

Apple-მა შესაძლოა გამოუშვას macOS-ის ახალი ვერსია სახელწოდებით Mammoth 2022 წელს.

კომპანიამ დაარეგისტრირა Mammoth სავაჭრო ნიშანი კომპიუტერული ოპერაციული სისტემებისთვის.

საავტორო უფლება ეკუთვნის Yosemite Research LLC-ს, რომელიც ადრე გამოიყენებოდა Apple-ისთვის სხვა სავაჭრო ნიშნების დასარეგისტრირებლად. ის Mammoth-ის უფლებებს Apple-ს გადასცემს სისტემის ოფიციალური პრეზენტაციისთანავე.

Yosemite Research LLC ადრე ფლობდა სხვა macOS სახელებს, მათ შორის Yosemite და Monterey.

Mammoth სავარაუდოდ ეხება Mammoth Lakes სათხილამურო კურორტს კალიფორნიის სიერას მთებში.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!