Apple-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადადო

Apple-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადადო

Dimitri GogeliaDimitri Gogelia

ტიმ კუკმა თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა Apple-ის შიგნით შეცვლილი გეგმების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, ომიკრონის კორონავირუსის შტამის გავრცელების გამო კომპანიის ოფისებში თანამშრომლების დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდება.

როდესაც თანამშრომლებს უფლება ექნებათ დაბრუნდნენ ოფისში, Apple გეგმავს ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკის შემოღებას. მოსალოდნელია, რომ ისინი კვირაში სამი დღე იქნებიან ოფისში, მაგრამ კვირაში ორი დღე სახლიდან მუშაობას შეძლებენ. Apple ასევე გეგმავს თანამშრომლებს დაუშვას დისტანციურად მუშაობა წელიწადში ერთ თვემდე, რაც მათ მეტ დროს აძლევს მოგზაურობისთვის და საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნას.

ტიმ კუკმა ასევე დაამატა, რომ Apple თითოეულ თანამშრომელს გადასცემს 1000 დოლარს სახლის საოფისე აღჭურვილობისთვის, დისტანციური მუშაობის გამო.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა