Tesla აკრძალავს თამაშებს მართვის დროს, განაცხადა საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA).

კომპანია მალე გამოაქვეყნებს განახლებას, რომელიც დაბლოკავს Passenger Play ფუნქციას. ელექტრომობილების მფლობელები თამაშებს მხოლოდ ავტოსადგომზე ან გაჩერების დროს შეძლებენ.

Passenger Play გაძლევთ საშუალებას ითამაშოთ მოძრაობის დროს. თამაშის გახსნის შემდეგ ეკრანზე ჩნდება გაფრთხილება, რომ მხოლოდ მგზავრებს შეუძლიათ თამაში. მომხმარებელმა უნდა დააჭიროს ღილაკს, რომელიც ადასტურებს, რომ ის მგზავრია.

22 დეკემბერს NHTSA-მ გამოაცხადა გამოძიება, რომელიც მოიცავს დაახლოებით 580,000 Tesla მანქანას. სააგენტოს მიაჩნია, რომ Passenger Play ფანტავს მძღოლების ყურადღებას და ზრდის ავარიების რისკს.

ავტომობილის უსაფრთხოების აქტი კრძალავს მწარმოებლებს გაყიდონ დეფექტების მქონე მანქანები, რომლებიც წარმოადგენენ უსაფრთხოების არაგონივრულ რისკს, მათ შორის ტექნოლოგიას, რომელიც აშორებს მძღოლებს უსაფრთხო მართვისგან.

წინა სტატიაიაპონელმა გამომგონებელმა წარმოადგინა პროტოტიპი, რომელიც ასახავს საკვების გემოს
შემდეგი სტატია2021 წლის შეჯამება: Microsoft

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი