AMD წარმოადგინა ახალი დისკრეტული გრაფიკული პროცესორები Radeon RX 6000S, თხელი და მსუბუქი გეიმერული ნოუთბუქებისთვის, ასევე ახალი Radeon RX 6000M პროცესორები ტრადიციული გეიმერული ნოუთბუქებისთვის.
Radeon RX 6000S მოიცავს სამ გრაფიკულ პროცესორს: RX 6800S, RX 6700S და RX 6600S. AMD აცხადებს, რომ მათ ბაზაზე შეიძლება მძლავრი გეიმინგ ნოუთბუქების შექმნა, რომლებიც 20%-ით თხელი იქნება, ხოლო მათი წონა 2 კგ-ზე ნაკლები იქნება.
RX 6000M სერიაში დაემატა მოდელები RX 6500M და RX 6300M, რომლებიც გამოყენებული იქნება შედარებიდ იაფფასიან მოწყობილობებზე. გარდა ამისა AMD წარმოადგინა ჩიპი RX 6850M, რომელიც 7%-ით მეტად წარმადია წინამორბედზე, ასევე RX 6650M და RX 6650M XT და RX 6650M, რომელთა წარმადობაც 20%-ით მეტია ვიდრე RX 6600M.
მოსალოდნელია რომ RX 6000M და RX 6000S-ზე დაფუძნებული ნოუთბუქები 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა.
მოდელი | გამომთვლელი ბლოკები (CU) | GDDR6 | სათამაშო სიხშირე | მეხსიერების სალტე | Infinity Cache | TGP |
AMD Radeon RX 6850M XT | 40 | 12 გბ | 2463 მჰც | 192 ბიტი | 96 მბ | 165 ვტ |
AMD Radeon RX 6650M XT | 32 | 8 გბ | 2162 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 120 ვტ |
AMD Radeon RX 6650M | 28 | 8 გბ | 2222 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 120 ვტ |
AMD Radeon RX 6500M | 46 | 4 გბ | 2191 მჰც | 64 ბიტი | 16 მბ | 50 ვტ |
AMD Radeon RX 6300M | 12 | 2 გბ | 1512 მჰც | 64 ბიტი | 16 მბ | 25 Вт |
AMD Radeon RX 6800S | 32 | 8 გბ | 1975 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 100 ვტ |
AMD Radeon RX 6700S | 28 | 8 გბ | 1890 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 80 ვტ |
AMD Radeon RX 6600S | 28 | 4 გბ | 1881 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 80 ვტ |