მე-12 თაობის Intel Core პროცესორები ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე გამოვიდა, თუმცა იმ მომენტისთვის ხაზში მხოლოდ რამდენიმე ჩიპი იყო მძლავრი სათამაშო კომპიუტერებისათვის. ახლა კი უფრო ფართო ასორტიმენტის გამოშვების დრო დადგა.
ბევრი მათგანი ძალია გავს უვკე შემოდგომაზე წარმოდგენილი მოდელებს, მაგრამ მათ ნაკლები ენერგომოხმარება აქვთ (უმთავრესად 65 ვატი.) და არ აქვთ ოვერქლოქინგის საშუალება. გარდა ამისა Intel-მა წარმოადგინა F სერიის პროცესორები ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე და T სერიის ჩიპები შემცირებული ენერგომოხმარებით 35 ვავატამდე.
ახალი Alder Lake პროცესორები იყენებენ ჰიბრიდულ არქიტექტურას, რომლებიც წარმადი და ენერგოეფექტური ბირთვებისგან შედგება. ბირთვების თანაფარდობა დამოკიდებულია მოდელის შესაბამის კონფიგურაციაზე.
გარდა ამისა Intel-მა წარმოადგინა H670, B660 და H610 ჩიპსეტები, რომლებსაც Z690-ისგან განსხვავებით ნაკლები PCIe და USB პორტები აქვს, მაგრამ შენარჩუნებულია მთავარი სიახლეები, მათ შორის Wi-Fi 6E და PCIe 4.0.
ასევე წარმოადგინეს სამი ახალი ქულერი, რომლებიც 65 ვატიანი პროცესორების კომპლექტაციაში შედის. Intel Laminar RH1 – RGB განათებით განკუთვნილია Core i9 პროცესორებისთვის, Intel Laminar RM1 – Core i7, i5 და i3, ხოლო Intel Laminar RS1 – Pentium და Celeron პროცესორებისთვის.
ახალი პროცესორებისა და დედაპლატების გაყიდვები უკვე დაწყებულია.