Apple-ის თანამშრომლებს, მათ შორის მაღაზიის თანამშრომლებს, მოეთხოვებათ ბუსტერ დოზის მიღება COVID-19-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ The Verge კომპანიის შიდა წერილზე დაყრდნობით წერს.
COVID-19 ვაქცინების პირველადი სერიის ეფექტურობის შესუსტების და ძლიერ გადამდები ვარიანტების გაჩენის გამო, როგორიცაა Omicron, ბუსტერ დოზა ახლა თქვენი COVID-19 ვაქცინაციის ნაწილია მძიმე ავადმყოფობისგან დასაცავად.
თანამშრომლებმა უნდა მიიღონ ბუსტერ დოზა ოთხი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეძლებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, 15 თებერვლიდან მათ მოუწევთ რეგულარულად გაიარონ COVID-19 ტესტები მაღაზიაში ან ოფისში სტუმრობისას.