ამერიკული გამოცემა Business Insider გვატყობინებს, რომ კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა შეაჩეროს, დამატებითი რეალობის გარნიტურის HoloLens 3-ის შემუშავება. უფრო მეტიც, HoloLens-ის გუნდი გაურკვეველ მდგომარეობაშია და არ აქვს გრძელვადიანი მიზნები და გეგმები.
ამ გაურკვევლობის გამო Microsoft-ის ბევრი თანამშრომელი ტოვებს კომპანია, რომ დაიკავოს ადგილები დამატებითი რეალობის სფეროში კონკურენტ კომპანიებში. ამბობენ, რომ 2021 წლეს 25-ზე მეტი თანამშრომელი გადავიდა Meta-ში თუმცა მოსალოდნელია, რომ განყოფილება 100-ზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა.
გუნდის ზოგიერთი წევრი თვლის, რომ საჭიროა აპარატული უზრუნველყოფის ინოვაციებზე ფოკუსირება. მაგალითისთვის მათ მ,ოყავთ იგივე ტექნოლოგიები, რომლებიც IVAS კონტრაქტის ფარგებში განხორციელდა, რაც სპეციალურ გარნიტურებს ითვალისწინებდა ა.შ.შ-ს არმიისთვის. თუმცა ასევე ამბობენ, რომ ამ პროექტის რეალიზაცია გადაიდო, რადგანაც Microsoft-მა ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო შეექმნა მუშა მოწყობილობა.
მეორე ბანაკში მეტასამყაროზე გადააქვთ ყურადღება, მართალია Microsoft-ს ჯერ კიდევ არა აქვს მკაფიო ხედვა ვირტუალური სივრცეების განვითარების შესახებ. წყაროების ინფორმაციით ერთიანი მოსაზრების არქონის გამო ხშირად იცვლება ამოცანები და მოწყობილობის კონცეფციები, გუნდს უბრალოდ არა აქვს დრო, რომ გაერთიანდეს.
ამ პრობლემებს ემატება Microsoft-ისა და Samsung-ის პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს HoloLens-ის გუნდის კონცენტრაციას და დროს ართმევს ძირეული პრობლემების მოგვარებისთვის. ერთ-ერთი წყაროს ცნობით Samsung-ს უნდა Microsoft დაკავდეს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით და თვითონ აპარატურის წარმოებით დაკავდეს. ეს იდეა ყველას არ მოეწონა. მიუხედავად ამისა ამ პარტნიორობის დაწყებამ HoloLens 3-ის გაუქმება გამოიწვია.
HoloLens-ის მომავალი ამ გადასახედიდან ძალიან ბუნდოვანი გახდა.