კონტენტზე გადასვლა
Apple-მა პრეზენტაცია 8 მარტს დანიშნა. გამოჩნდება ახალი iPhone და iPad

Apple-მა პრეზენტაცია 8 მარტს დანიშნა. გამოჩნდება ახალი iPhone და iPad

Dimitri Gogelia · 1 წთ საკითხავი

ბლუმბერგიდან მარკ გურმანმა განაცხადა, რომ Apple გეგმავს ახალი მოწყობილობების პრეზენტაციის გამართვას 8 მარტს.

მისი თქმით, კომპანია მე-3 თაობის iPhone SE-ს, ახალ iPad Air-ს და iOS 15.4-ს გამოუშვებს. გურმანის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიას „სურს აჩვენოს ახალი Mac-ები Apple-ის ჩიპით“ მარტში.

კოროვირუსული შეზღუდვის გამო პრეზენტაცია კვლავ ონლაინ გაიმართება. პრეზენტაციის თარიღი შეიძლება შეიცვალოს წარმოების შესაძლო დაგვიანების გამო.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!