კომპანია Samsung-მა ჩაატარა 2022 წლის პირველი Unpacked ღონისძიება, რომელზეც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ Galaxy S და Tab S პროდუქტების განახლებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ თითქმის ყველაფერი იყო ცნობილი, კომპანიის პრეზენტაცია საინტერესო იყო. მოდით განვიხილოთ ყველაფერი რაც მათ წარმოადგინეს.
Galaxy S22 Ultra
ერთ წლიანი პაუზის შემდეგ Galaxy Note დაგვიბრუნდა ოღონდ ახალი სახელით. S22 Ultra არის Note 20-ის გაგრძელება, რომელიც 2021 წელს უნდა გამოსულიყო. ყველა ფუნქცია, რაც Note სერიას გამოარჩევს რა თქმა უნდა აქვს S22 Ultra სმარტფონს. მას არა მხოლოდ Samsung S Pen აქვს, არამედ მისი შენახვა სმარტფონის კორპუსის შიგნით არის შესაძლებელი. მოწყობილობა კომპანიის ყველაზე მძლავრი ფლაგმანია ამავდროულად. მას 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 4 ნანომეტრიანი ჩიპები Samsung-ისა და Qualcomm-ისაგან და 12 GB ოპერატიული მეხსიერება აქვს. ტელეფონი უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის და მისი ფასია $1,200. კომპანია Galaxy S22 Ultra-სა და ყველა დანარჩენ მოწყობილობას თავისუფალ გაყიდვაში 25 თებერვლიდან გამოუშვებს.
Galaxy S22 და S22+
Samsung Galaxy S22 და S22+ არ გამოიყურებიან დიდიად განსხვავებულად წინამორბედებსიგან, მაგრამ კომპანიამ მთელ რიგ განახლებებზე ისაუბრა ორივე მოწყობილობაში. ორივეს 50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვთ, რომლის სენსორიც 23%-ით დიდია წინა მოდელებზე. Samsung-მა გამძლეობაც გაზარდა Gorilla Glass Victus+ დაცვით და ამავდროულად შეეცადა გარემოს დაცვის მიზნით სმარტფონების გარკვეული დეტალები გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან დაამზადა. S22 და S22+ საწყისი ფასებია $800 და $900, როცა ისინი ხელმისაწვდომი გახდება თვის ბოლოსკენ.
Galaxy Tab S8, Tab S8+ და Tab S8 Ultra
გარდა სმარტფონებისა კომპანიამ წარმოადგინა ახალი ჰაი-ენდ პლანშეტები. ახალი Tab S8 და Tab S8+ გვთავაზობს უსწრაფეს პროცესორებს, რომელიც კომპანიას პლანშეტებში გამოუყენებია. პირველად Samsung-მა წარმოადგინა Ultra ვარიანტი Tab S8 Ultra, რომელსაც მასიური 14.6 დიუმიანი AMOLED ეკრანი აქვს 2,960 x 1,848 გარჩევადობით და 120 ჰერცი დინამიური სიხშირით. მას ასევე აქვს კუნძული, რომელშიც მოთავსებულია ორმაგი წინა კამერა. წინასწარი შეკვეთები უკვე გახსნილია. მოწყობილობების ფასებია $700, $900 და $1100 შესაბამისად.
ყველაფერი დანარჩენი
ღონისძიებაზე უმთავრესად ფლაგმანური მოწყობილობები ვიხილეთ, მაგრამ Samsung-მა პროგრამული სიახლეებიც გვამცნო. Google Duo-ს საშუალებით შესძლებელი გახდა ლაივ გაზიარების სერვისი. ამ ინსტრუმენტით შეიძლება მთვენს თანამოსაუბრესთან ერთად დაათვალიეროთ ერთი და იგივე ჩანაწერები, ფოტოები, ვიდეოები და სხვა ბევრი რამ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy და Pixel მოწყობილობებზე, ამიტომაც ეს არ არის ფუნქცია, რომლითაც ისარგებლებთ სხვა მწარმოებლების მოწყობილობებზეც. Samsung-მა ასევე განაცხადა, რომ მისი ახალი მოწყობილობები განახლებებს 4 წლის განმავლობაში მიიღებენ.