ამ მატერიალში გაგაცნობთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არ მუშაობს რუსეთში, არ გამოვა ან გაითიშება უკრაინაში შეჭრის შემდგომ დაწესებული სანქციების გამო.

კომპანია Sony, Warner Bros და Disney უარს ამბობენ პრემიერების რუსეთში გაშვებაზე. პირველი კინოთეატრალური რელიზი, რომელსაც ვერ იხილავენ რუსეთი არის ახალი “ბეთმები” და “მორბიუსა”. არ იქნება წარმოდგენილი Pixar-ის პრემიერაც, რომელიც 10 მარტს იყო დაგემილი. Paramount-მაც შეაჩერა ფილმების გამოშვება რუსეთში: უახლოესი გაუქმებული პრემიერებია “დაკარგული ქალაქი” და “სონიკ 2”.

საერთაშორისო სანქციებში მოხვედრილი ბანკები ვეღარ შეძლებენ Visa და Mastercard ბარათების გამოშვებას. საუბარი ახალი ბარათების გამოშვებაზე, ხოლო უკვე გაცემული ბარათები განაგრძობენ ფუნქციონირებას რუსეთის ტერიტორიაზე. დაბლოკილია ვითიბი, სოვკომბანკი, ნოვიკომბანკი, ბანკი “ოტკრიტიე”, პრომსვიაზბანკი, ბანკი “რუსეთი”.

ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე Mastercard-მა გამორთო ზოგიერთი რუსული ბანკი სისტემიდან

სანქციებში მოხვედრილი ბანკები გამორთულია SWIFT გლობალური სისტემიდან: ეს აისახება საერთაშორისო ოპერაციებზე და არა შიდა სისტემაზე.

ზევით ჩამოთვლილ ბანკებს ასევე აქვთ პრობლემები Apple Pay, Google Pay და სხვა უკონტაქტო გადახდების სერვისებთან. ასევე პრობლემები შეიძლება წარმოიშვას იმ გადახდის ტერმინალებზე, რომლებსაც ეს ბანკები ემსახურება.

რაიფაიზენ ბანკის, იუნიკრედი ბანკის, ტინკოფის და სხვა სანქციებს გარეთ დარჩენილი ბანკების მუშაობაში შეფერხებები არ შეინიშნება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაიფაიზენ ბანკი შესაძლოა რუსეთის ბაზრიდან საერთოდ გავიდეს.

პრობლემები წამოიშვა სტრიმინგ-სერვისების ხელმოწერების გადახდაში, მათ შორისაა Spotify (გვერდის ავლა შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათებით), ასევე Netflix.

შეჩერებულია გადახდები რუსულ Nintendo eShop-ში. ანგარიშის ბალანსის შევსება შესალებელია მხოლოდ სასაჩუქრე ბარათებით.

დომენების რეგისტრატორმა Namecheap ასევე შეაჩერა კლიენტების და დომენების .ru, .рф, .бел и .su. მომსახურება. ჰოსტინგის ანგარიშები და ასევე სერვისები EasyWP, Private Email გადაყვანილია HTTP 403 Forbidden სტატუსზე.

კორპორაცია Meta-ს სერვისების Facebook-ის Messenger-ის და WhatsApp-ის მუშაობა ხელოვნურადაა შენელებული, რუსეთის მთავრობის მოთხოვნით. რეალურად შენელდა სერვისის მიწოდების სიჩქარე, რის გამოც სერვისების მობილურ ვერსიებში ფაქტიურად არ იტვირთება მულტიმედიური კონტენტი, ხოლო Instagram-ში არაკორექტულად მუშაობს Direct შეტყობინებები და Stories. აღსანიშნავია, რომ განახლების შემდეგ Instagram-ში რუსული ენის მხარდაჭერა ამოიღეს. VPN-ების გამოყენების შემთხვევაში სერვისები გამართულად მუშაობს.


მუშაობა შეწყვიტა Googel Ads სერვისმა, რომელიც როსკომნადზორის მოთხოვნით გაითიშა. სარეკლამო განცხადებები საძიებო სისტემაში გამოისახება, მაგრამ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში სისტემა შეცდომას აფიქსირება. VPN-ის გამოყენების შემთხვევაში ყველაფერი კორექტულად მუშაობს.

განვითარებული მოვლენების ფონზე ფაქტიურად შეჩერებულია ლოგისტიკა, უახლოეს მომავალში არ იქნება ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების მიწოდება, ზოგიერთი მაღაზიაში უკვე აიწია ფასებმა, რაც ვალუტის კურსის აწევამაც განაპირობა.

AMD და Intel-მა შეწყვიტეს თავიანთი პროდუქციის მიწოდება რუსეთში, TSMC სანქციების გამო არ მიაწვდის რუსეთს ჩიპებს.

რუსული ვალუტის გაუფასურების და შესაძლო დეფიციტის გამო გაიზარდა ფასები ავტომობილებზე. მთელმა რიგმა ავტომწარმოებლებმა შეწყვიტეს პროდუქციის მიწოდება რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს: General Motors, Volvo, Jaguar Land Rover, Volkswagen (Volkswagen, Skoda, Audi …), ასევე Scania.

რუსეთში ამანეთების გაგზავნა შეწყვიტეს სერვისებმა FedEx და UPS. უკვე გაგზავნილი ამანათები შესაძლოა გამგზავნებს დაუბრუნდეთ უკან.

წინა სტატიაApple ამატებს AirTag გაფრთხილებებს iOS 15.4-ში, რათა აცნობოს მომხმარებლებს თვალთვალის შესახებ
შემდეგი სტატიატექნოლოგიური გიგანტები რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს უერთდებიან (Twitter, SpaceX, Netflix, Microsoft)

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი