კონტენტზე გადასვლა
Upwork არ იქნება ხელმისაწვდომი რუსეთის ფედერაციიდან

Upwork არ იქნება ხელმისაწვდომი რუსეთის ფედერაციიდან

დავით მაჭახელიძე · 1 წთ საკითხავი

მსოფლიოში წამყვანმა ფრილანს პლატფორმამა კლიენტების მომსახურება შეწყვიტა რუსეთის ფედერაციაში. შეწყდება რეგისტრაცია, ასევე შეუძლებელი გახდება ახალი კონტრაქტების შექმნა. 1 მაისამდე ყველა მიმდინარე პროექტი დასრულდება და მომხმარებლები შეძლებენ თანხის გატანას ვირტუალური ანგარიშიდან.

იმ შემთხვევაში თუ არსებული მომხმარებლები ისარგებლებენ VPN სერვისით და სხვა ქვეყანაში დარეგისტრირებულ საბანკო ბარათებს (ანგარიშებს) გამოიყენებენ, ისინი შეძლებენ სერვისით სარგებლობას.

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!

Upwork არ იქნება ხელმისაწვდომი რუსეთის ფედერაციიდან - ნავიგატორი