ჭორები დადასტურდა. Apple-მა iPhone SE-ის მესამე თაობა გამოაცხადა.
ახლა სმარტფონი მხარს უჭერს 5G ქსელებს.
სიახლემ შეინარჩუნა ძველი დიზაინი, მაგრამ ამავდროულად, კორპუსი ახლა დაცულია Ceramic Shield მინით, როგორც iPhone 13-ში. შესრულებაზე კი პასუხისმგებელია A15 Bionic პროცესორი. ამის წყალობით, სიახლე iPhone 8-ზე 26-ჯერ უფრო ძლიერია.
კამერაც გაუმჯობესდა. ახლა ის იღებს მაღალი ხარისხის პორტრეტულ ფოტოებს, მხარს უჭერს ფოტოგრაფიულ სტილებს iPhone 13-დან, Deep Fusion ტექნოლოგიას დეტალების გაზრდისთვის.
კორპუსი დაცულია IP67 სტანდარტით და წყალგამძლეა.
მე-3 თაობის iPhone SE ხელმისაწვდომი იქნება 18 მარტს. წინასწარი შეკვეთები გაიხსნება ამ პარასკევს, 11 მარტს. სიახლე 429 დოლარი ღირს.