Google Cloud წყვეტს მომხმარებლების რეგისტრაციას რუსეთში

„ჩვენ აღარ ვაფორმებთ ახალ Google Cloud მომხმარებლებს რუსეთში. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს“, – განუცხადეს კომპანიაში Business Insider-ს. ბელორუსიაში სერვისი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
Oracle აჩერებს ყველა ოპერაციებს რუსეთში

კომპანიაში არ განმარტავენ, ეხება თუ არა ეს არსებულ კონტრაქტებს. Oracle-მა რუსეთში მუშაობის შეჩერება გამოაცხადა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილ ფედოროვის მიმართვის პასუხად Twitter-ზე.
Amazon AWS კრძალავს ახალი მომხმარებლების რეგისტრაციას რუსეთში და ბელარუსშსი

კომპანიამ მომხმარებლის რეგისტრაციის დაბლოკვა შაბათ-კვირიდან დაიწყო, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ სამშაბათს გამოაცხადა, წერს The New York Times. „ამჟამინდელი სიტუაციის, გაურკვევლობის გათვალისწინებით, ჩვენ ამჟამად არ ვიღებთ ახალ რუს მომხმარებლებს“, – თქვა კომპანიის წარმომადგენელმა დრიუ ჰერდენერმა.AWS-ს არ აქვს მონაცემთა ცენტრები ან ოფისები რუსეთში.
JetBrains აჩერებს გაყიდვებს რუსეთსა და ბელარუსში

კომპანიამ შეაჩერა მისი ყველა კვლევა და განვითარება აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე JetBrains-ის ხელმძღვანელმა მაქსიმ შაფიროვმა თქვა, რომ კომპანია გმობს რუსეთის მთავრობის ქმედებებს და მხარს უჭერს უკრაინელებს, მათ შორის მის თანამშრომლებს იქ. JetBrains განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებს ყველა გაყიდვას რუსეთსა და ბელორუსიაში, ასევე კვლევებსა და განვითარებას რუსეთში.შაფიროვის თქმით, რუსეთში ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიამ […]
MongoDB ღრუბლოვანი მონაცემთა ბაზები რუსეთში და ბელარუსში აღარ მუშაობს

კომპანიამ გაგზავნა წერილები, რომლებშიც რეკომენდაციას უწევდა მონაცემების შენახვას. MongoDB-მ გააფრთხილა თავისი მომხმარებლები რუსეთსა და ბელორუსში, რომ მათი მონაცემები, რომლებიც ინახება MongoDB Atlas-ის პლატფორმაზე, განადგურდება და მათი შენახვა ურჩია. კომპანიამ შესაბამისი წერილები მომხმარებლებს გაუგზავნა, წერს TAdviser და ის ასევე ხელმისაწვდომია საჯაროდ. ანგარიშების დეაქტივაციის მიზეზად რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციები სახელდება.