Apple-ი ახალ MacBook Air-ს და 13-inch MacBook Pro-ს 2022 წელს წარადგენს, იუწყებიან წყაროები 9to5Mac-ს.
MacBook Air-ს, კოდური სახელწოდებით J413, ექნება M2 ჩიპი, რომელიც შედგება 8 ბირთვიანი პროცესორისგან და 10 ბირთვიანი გრაფიკისგან.
M2 ჩაანაცვლებს M1-ს. შესრულების თვალსაზრისით, ის ვერ მიაღწევს M1 Pro-ს, M1 Max-ს და M1 Ultra-ს.
13 დიუმიან MacBook Pro-ს აქვს კოდური სახელი J493. ის არ მიიღებს ახალ დიზაინს, მაგრამ ასევე აღჭურვილი იქნება M2 ჩიპით.
ლეპტოპს კვლავაც დაერქმევა MacBook Pro, თუმცა Apple-ის თანამშრომლები განიხილავენ სახელს MacBook, Pro-ის გარეშე.
ორივე მოწყობილობა განვითარების ბოლო ეტაპზეა. მათი პრეზენტაცია წელს მოხდება. ეს შეიძლება მოხდეს ზაფხულში WWDC-ზე ან წლის ბოლოს.