კონტენტზე გადასვლა
ახალი MacBook Air-ის გამოშვება გადაიდო 2022 წლის მეორე ნახევრამდე, ხოლო MacBook Pro – 2023 წლამდე.

ახალი MacBook Air-ის გამოშვება გადაიდო 2022 წლის მეორე ნახევრამდე, ხოლო MacBook Pro – 2023 წლამდე.

Dimitri Gogelia · 1 წთ საკითხავი

მარკ გურმანმა Bloomberg-იდან გააზიარა ინფორმაცია ახალი MacBook-ების შესახებ.

მისი თქმით, Apple გეგმავდა ახალი MacBook Air-ის გამოშვებას M2 პროცესორით 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში. თუმცა, კომპანიამ გადაწყვიტა გამოშვების გადატანა 2022 წლის მეორე ნახევარში.

ახალი MacBook Pro-ები მიიღებენ M2 Pro და M2 Max პროცესორებს, მაგრამ ისინი სავარაუდოდ არ გამოვა წელს. 2022 წელს ერთადერთი MacBook Pro, სავარაუდოდ, იქნება განახლებული საწყისი დონის MacBook Pro 13 დიუმიანი დისპლეით და M2 ჩიპით.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!