Foxconn-ს (Apple-ის პარტნიორი) სურს საუდის არაბეთში ელექტრო მანქანების ნაწილების უზარმაზარი ქარხნის აშენება

Foxconn-ს (Apple-ის პარტნიორი) სურს საუდის არაბეთში ელექტრო მანქანების ნაწილების უზარმაზარი ქარხნის აშენება

Dimitri GogeliaDimitri Gogelia

The Wall Street Journal-ის ცნობით, Foxconn გეგმავს ახალი ქარხნის აშენებას საუდის არაბეთში.

პროექტის ღირებულება 9 მილიარდი დოლარია, ახლა კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის მთავრობასთან. Foxconn ასევე განიხილავს ამ ობიექტის მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან.

ახალ ქარხანაში Foxconn აწარმოებს პროცესორებს, ელექტრო მანქანების ნაწილებს, დისპლეებს და სხვა ელექტრონიკას.

კომპანიას სურს დაბალპროცენტიანი სესხები, საგადასახადო არდადეგები და ელექტროენერგიის და წყლის სუბსიდიები. სანაცვლოდ, ის შექმნის მაღალტექნოლოგიურ წარმოებას და ათასობით ახალ სამუშაო ადგილს.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა