Bloomberg იტყობინება, რომ Apple მუშაობს ახალ სააბონენტო სერვისზე.
გამოცემის ცნობით, კომპანია ამზადებს სააბონენტო სერვისს ყველა თავისი მოწყობილობისთვის. ანუ მომხმარებლები თვეში ერთხელ იხდიან გარკვეულ თანხას და ყოველწლიურად იღებენ ახალ მოწყობილობას.
ახლა კუპერტინოელებს აქვთ მხოლოდ iPhone-ის განახლების პროგრამა – სააბონენტო სერვისი iPhone-ებისთვის.
გამოცემის ინფორმატორი ამბობს, რომ სერვისი ამოქმედდება ან 2022 წლის ბოლოს ან 2023 წელს. ასევე აღნიშნულია, რომ სერვისი შესაძლოა მჭიდროდ იყოს დაკავშირებული Apple One-თან და Apple Care-თან. შესაძლოა, ისინი შევიდეს საბოლოო ფასში.