12 მაისს ნიუპორტ-ბიჩში ავარია მოხდა Tesla Model S-ში.
მსუბუქი ავტომობილი დიდი სიჩქარით შეეჯახა ბორდიურს და შემდეგ სამშენებლო ტექნიკას. შედეგად მძღოლი და ორი მგზავრი დაიღუპა, სამი მშენებელი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, მანქანა ავტოპილოტით მოძრაობდა. პოლიციამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
ეს არ არის პირველი ფატალური ავარია ტესლას ავტოპილოტით. აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია იძიებს Tesla-ს ავტოპილოტის 30-ზე მეტ ავარიას. დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა სერიოზულ ავარიებზე, რომლებშიც არის დაღუპული.