2020 წლის დეკემბერში Cydia-ს შემქმნელმა ჯეი ფრიმენმა Apple-ს App Store-ზე მონოპოლიის გამო უჩივლა.

Apple ცდილობდა დაეყოლიებინა მოსამართლე ივონ გონსალეს-როჯერსი სარჩელი დაეტოვებინა, მაგრამ ვერ შეძლო. გონსალეს-როჯერსმა გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის სასარგებლოდ. სარჩელის პირველი ვერსია შპს SaurikIT-ის მოქმედ ადვოკატებს ხანდაზმულობის გამო დაუბრუნდათ, მაგრამ მათ ახალი განცხადების შეტანის საშუალება მიეცათ.

ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ Apple-ის მიერ 2018 წლიდან 2021 წლამდე გამოშვებული პროგრამული განახლებები “აშკარად” აზიანებს ალტერნატიულ iOS აპლიკაციების დისტრიბუტორებს, მათ შორის Cydia-ს.

ჯეი ფრიმენი ცდილობს დაისაჯოს Apple მესამე მხარის აპლიკაციების მაღაზიებისა და გადახდის სისტემების გამოყენების აკრძალვისთვის და ასევე დაავალდებულოს კუპერტინოელები გააუქმონ ეს შეზღუდვა.

წინა სტატიაApple-ის ახალი A16 Bionic და M2 პროცესორები თითქმის არ იქნებიან განსხვავებული ძველებისაგან
შემდეგი სტატიაApple WWDC 2022: MacBook Air M2, MacBook Pro M2

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი