Bloomberg-ის ცნობით, Apple ერთდროულად რამდენიმე ახალ ლეპტოპს ავითარებს.
მომავალი წლის დასაწყისში Apple გეგმავს 15 დიუმიანი MacBook Air-ის წარდგენას, რომელიც WWDC-ზე გამოცხადებული 13.6 დიუმიანი MacBook Air-ის მსგავსი იქნება. კომპანია თავდაპირველად გეგმავდა ორივე ლეპტოპის ერთდროულად ჩვენებას, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა ფოკუსირება ახალგაზრდა მოდელზე.
Apple ასევე ავითარებს 12 დიუმიან MacBook-ს Apple Silicon-ზე. ახლა ზუსტად არ არის ცნობილი რა ერქმევა. ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში.
განახლებული MacBook Pro-ის პრეზენტაცია M2 Pro და M2 Max ჩიპებით 2022 წლის ბოლოსაა დაგეგმილი. მაგრამ ღონისძიება შეიძლება გადაიდოს მომავალ წელს.
M2 Max მოიცავს 12 ბირთვიან პროცესორს და 38 ბირთვიან გრაფიკას. M3 პროცესორი უკვე მუშავდება, მაგრამ რომელ მოწყობილობაში გამოჩნდება ის პირველად უცნობია.