HMD Global-მა, რომელიც ფლობს ნოკიას ბრენდს, წარადგინა 5710 XpressAudio ღილაკებიანი ტელეფონი, შეცვლადი ბატარეით და კორპუსით, რომელსაც აქვს ადგილი უკაბელო ყურსასმენების შესანახად და დასატენად. მისი ღირებულება 69 ევროა.
Nokia 5710-ს აქვს 2.4 დიუმიანი QVGA დისპლეი, სტანდარტული T9 კლავიატურა, წინა VGA კამერა (0.3 Mp) ფლეშით და ორი დინამიკი. არის 48 მბ ოპერატიული მეხსიერება, 128 მბ შიდა მეხსიერება და 32 გბ-მდე microSD ბარათების მხარდაჭერა, რაც საჭიროა MP3 პლეერის მუშაობისთვის.
მოწყობილობას აქვს 3.5 მმ ყურსასმენის ჯეკი და microUSB პორტი დატენვისთვის. ტელეფონი მხარს უჭერს ორ SIM 4G და Bluetooth 5.0. სმარტფონის მოსახსნელი ბატარეის სიმძლავრეა 1450 mAh (2.75 W). საუბრის დრო 6 საათამდე, ლოდინის დრო 20 დღე.
ტელეფონს აქვს Unisoc T107 პროცესორი, მოწყობილობა მუშაობს S30+ ოპერაციულ სისტემაზე.
Nokia 5710 XA უსადენო ყურსასმენებს შეუძლიათ მუსიკის დაკვრა ოთხი საათის განმავლობაში დატენვის გარეშე ან ორნახევარ საათამდე საუბრის დროს.