კონტენტზე გადასვლა
Tencent და Logitech პორტატულ ღრუბლოვან სათამაშო კონსოლს გამოუშვებენ

Tencent და Logitech პორტატულ ღრუბლოვან სათამაშო კონსოლს გამოუშვებენ

დავით მაჭახელიძე · 1 წთ საკითხავი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ღრუბლოვანი თამაშების სერვისები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და Logitech აპირებს წარმოადგინოს თავისი პორტატული მოწყობილობა სტრიმინგ თამაშებისთვის. შვეიცარიულმა კომპანიამ გამოაცხადა თანამშრომლობა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Tencent-თან, რათა შეიმუშაოს და გამოუშვას ღრუბელზე დაფუძნებული სათამაშო კონსოლი Logitech G ბრენდის ქვეშ. კონსოლი წლის ბოლომდე გამოვა.

Logitech ამბობს, რომ პორტატული მოწყობილობა მხარს დაუჭერს ღრუბლოვან სერვისების მთელ რიგს. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს Xbox Cloud Gaming-თან და Nvidia GeForce Now-სთან ამ სერვისების კონსოლში მიტანის მიზნით. ამ დროისთვის უცნობია იქნება თუ არა მოწყობილობა Google Stadia-ს მხარდაჭერით.

Logitech არ ამხელს დეტალებს მოწყობილობის ოპერაციული სისტემის შესახებ. პუბლიკაციის ავტორი 9to5Google აღნიშნავს, რომ Android-ის შეცვლილი ვერსია ყველაზე აქტუალური იქნება პორტატული კონსოლისთვის.

წაიკითხეთ შემდეგ

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!