ტექნოლოგიურ სამყაროში დეველოპერების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი DevFest-ი გაიმართება. ღონისძიება ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 ოქტომბერს ჩატარდება. ფესტივალი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების ორგანიზატორი, ლიზი ეჯიბია აღნიშნავს, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის ფესტივალი პირველად იმართება.
„ღონისძიება ტარდება ტექნოლოგიურ სფეროში ინტერესის გასაღვივებლად, Google-ის სერვისებთან უფრო ახლოს გასაცნობად, შესაძლებლობების გასაზიარებლად და ახალი თაობისთვის ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად. ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის რამ პირველად ტარდება.“, – განაცხადა GDSC Lead-მა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ლიზი ეჯიბიამ.
აღსანიშნავია, რომ დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და უარმავ ადამიანს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.
“დაგეგმილია პანელური დისკუსია, რომელიც ცოცხალს გახდის პროცეს და დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საერთაშორისო და ადგილობრივი სტარტაპ ეკოსიტემა, სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში, Google სტარტაპ აქსელერატორი და ა.შ. იქნება საქართველოს ბანკის სესია და Google-ში სტაჟირების შესაძლებლობები. ზოგადად ამ დარგისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიურ სფეროში გვყავდეს ძლიერი სპეციალისტები და პროფესიონალები“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიება ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად წარიმართება.

წინა სტატიაStartup Battlefield-ზე 200 პერსპექტიულ სტარტაპს შორის ქართული სტარტაპი “თენეოც”-ც დასახელდა
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტის სივრცეში AWS კომუნის შეკრება გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი