კონტენტზე გადასვლა
WhatsApp-ის მუშაობა აღდგა

WhatsApp-ის მუშაობა აღდგა

სალომე გაზდელიანი · 1 წთ საკითხავი

შეტყობინების გასაგზავნი პლატფორმა WhatsApp ონლაინს დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა.

პრობლემა მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს შეეხოთ. შეფერხებული იყო შეტყობინებების მიღება და გაგზავნა.
WhatsApp-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს განმარტებით, პრობლემა მოგვარებულია, თუმცა, ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერჯერობით არ დაუსახელებია.

WhatsApp პოპულარული ონლაინ პლატფორმაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორ მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს.

წაიკითხეთ შემდეგ

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!