კონტენტზე გადასვლა
Xbox-ის ხელმძღვანელმა შემთხვევით აჩვენა ახალი კონსოლი ღრუბლოვანი თამაშებისთვის

Xbox-ის ხელმძღვანელმა შემთხვევით აჩვენა ახალი კონსოლი ღრუბლოვანი თამაშებისთვის

Dimitri Gogelia · 1 წთ საკითხავი

ფილ სპენსერმა გამოაქვეყნა ფოტო Fallout სერიის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

სურათზე, სხვადასხვა საკოლექციო ნივთების გარდა, განათდა ახალი Xbox-ის კონსოლი, კოდური სახელწოდებით Keystone. ის Xbox Series S-ის მსგავსია და განკუთვნილია ღრუბლოვანი თამაშებისთვის.

ჭორების თანახმად, სიახლე 4K ფორმატში თამაშის საშუალებას მოგცემთ და მისი ღირებულება 99 დოლარი იქნება. მოყვება გეიმპედი.

ჯერ უცნობია, როდის გამოაცხადებს Microsoft კონსოლს. 12 ოქტომბერს კომპანიას აქვს Surface მოწყობილობებისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!