უზბეკეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვირეული – ICTWeek Uzbekistan 24 – 27 ოქტომბერს უზბეკეთში გაიმართა. ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში 2004 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.
კვირეული რამდენიმე სპეციალიზებულ ღონისძიებას ერთ ფორმატში აერთიანებს. სამიტზე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროს განვითარების მიმდინარე წლის შედეგები შეჯამდა. ასევე ინდუსტრიის წინაშე არსებული სტრატეგიული ამოცანები განიხილეს. ღონისძიება პლენარული სხდომის ფორმატში ჩატარდა.
სამიტს სამთავრობო ხელისუფლების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, საერთაშორისო ექსპერტები და ანალიტიკოსები, საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომპანია Future Laboratory-ის CEO ირაკლი ქაშიბაძე უზბეკეთში მიმდინარე კვირეულს დაესწრო. მან პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და ცენტრალური აზიის აიტი პარკების, ინოვაციების და სტატაპების სისტემის განვითარებაზე პასუხიმგებელ სახელმწიფო ადმინისტრაციებთან შეხვედრები ჩაატარა.
საუბარი შეეეხო Future Laboratory-ის მიერ ინიცირებული პლატფორმის სტარტაპ ცენტრალ ევრაზიის განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში ერთობლივი სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამების განხოციელების საჭიროებას და რეგიონის სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გასაყვანად მუშაობას.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ქაშიბაძე პლატორმა StrategEast-ის ფორუმსაც დაესწრო, რომელიც 24-25 ოქტომბერს ჩატარდა. შეხვედრა აერთიანებს გლობალური და ადგილობრივი ტექნიკური კომპანიების, მთავრობების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და განვითარების სააგენტოების წარმომადგენლებს.
ICTWEEK-ის მთავარი მიზანი გამოცდილების გაცვლისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიღწევების დემონსტრირებისთვის შესაბამისი პლატფორმის შექმნაა.
ღონისძიება უზბეკეთის რესპუბლიკის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და Avantage Event Agency-ის ორგანიზებით გაიმართა.