“ღონისძიება 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება, წინა წელს პანდემიის გამო ვეღარ ჩავატარეთ. წელს კი უკვე მეექვსედ ჩატარდება. კონფერენციის თემები მოიცავს დიზაინის და ტექნოლოგიების მიმართულებას. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში რუსთაველის თეატრის ორ სხვადასხვა სცენაზე სემინარებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებსა და შეხვედრებს დაესწრებიან. კონფერენცია ინგლისურ ენაზე წარიმართება. გვეყოლება როგორც უცხოელი სპიკერები, ასევე ქართველებიც. ჯამში დაახლოებით, 50-მდე სპიკერი იქნება. სამიტზე მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის წამყვან მენეჯერებს, რომლებსაც თავიანთი ბიზნესის გაუმჯობესება სურთ, ასევე დეველოპერებს, მარკეტერებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, დააინტერესებთ დიზაინერებს, სტუდენტებსა და ინოვატორებს.
Touch Summit – საერთაშორისო ციფრული სამიტია ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ. ღონისძიება მოიცავს სემინარებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებს, სპეციალური ნეთვორგინგის შესაძლებლობებს. ორ დღიანი კონფერენცია წვეულებით დასრულდება. Სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Meta, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და სხვა.
კონფერენციის მხარდამჭერები და მედია პარტნიორები არიან: თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ბანკი, Noxtton, ტერმინალი, epam, marketer.ge, at.ge, on.ge, next.on.ge და enterprenuer.com