თიბისი ლიზინგმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 3 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მიიღო, რაც ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას ემსახურება. თანხის სულ მცირე 70 პროცენტი მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. რაც ადგილობრივ საწარმოებს მწვანე საქმიანობის გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.
პროგრამა EU4Business – EBRD-ის საკრედიტო ხაზი საგრანტო კომპონენტს მოიცავს, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის.
პროგრამის მიზანი ადგილობრივი ბიზნესების დახმარებაა, რათა მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილონ, კონკურენტუნარიანობა გააუმჯობესონ და ინვესტიციები განახორციელონ.
პროგრამის მიხედვით, დაფინანსების გარდა, ბიზნესი მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან წამახალისებელ გრანტს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მიიღებს. პროექტის სრულად განხორციელების და ვერიფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილი იქნება გრანტის სახით უკან დაიბრუნოს ლიზინგის თანხის 15%მდე ოდენობის თანხა.

წინა სტატიაციფრული სავიზიტო ბარათის შესაქმნელი პლატფორმა CardU
შემდეგი სტატიაპირველი ულტიმატუმი თანამშრომლებს – ილონ მასკი Twitter-ის ცვლილებებს განაგრძობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი