ქართველმა სტარტაპერმა და კომპანია CARU-ს დამფუძნებელმა ნიკა აბაშიძემ ციფრული სავიზიტო ბარათის შესაქმნელად ონლაინ პლატფორმა CardU შექმნა.
ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და ვებ-საიტის ლინკსაც აზიარებს:
“TechCrunch მაგარი გამოცდილება იყო. 150+ ადამიანთან დავკავშირდი ლინკდინზე. ყოველ ჯერზე მიწევდა ამომეღო ტელეფონი, გამეხსნა ლინკდინი და QR კოდი მეჩვენებინა რომ დავქონექთებულიყავით. სადღაც 50-ზე ვთქვი ესენი ხო არ უბერავენთქო, ასე როგორ ნეთქვორქინგობენთქო. ჰოდა ავაწყე Wallpaper ჩემი QR კოდით, დავაყენე lock screen-ზე და დავარქვი Networking Screen. რომ მეუბნებოდნენ ლინკდინზე დავქონექთდეთო ვუშვერდი ტელეფონს. ყველას მაგრად მოეწონა და გაგვიკეთეო მთხოვა რამდენიმემ. ჰოდა ხელით ავუწყე wallpaper-ები.
ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, ასე ყველას ხომ ვერ ავუწყობდი ხელით და მოვიფიქრე CardU. ოთარმა ერთ დღეში ააწყო საიტი და აგერ ბატონო: Getcardu.com – ლოზუნგით We make networking ASAP (As Simple As Possible).
შეგყავს მონაცემები, გიგენერირებს Networking Wallpaper-ს. პროდუქტი 100%-ით უფასოა და ყველას შეგიძლიათ გამოიყენოთ” – წერს ნიკა აბაშიძე.
პლატფორმას სამი მარტივი წესი აქვს:
ციფრული სავიზიტო ბარათის შესაქმნელად, ჯერ ფორმა უნდა შეავსოთ. ამის შემდეგ, CardU სურათებს შექმნის, რომლის ჩამოტვირთვას და უკვე ტელეფონის ფონად გამოყენებას შეძლებთ.

წინა სტატიარას გულისხმობს არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენება?
შემდეგი სტატია3 მლნ ევრო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად – თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან ფინანსური რესურსი მოიზიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი