Startup Drive-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory -ს სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის დემო დღე გაიმართა. პროექტმა სამი გამარჯვებული გამოავლინა. სამივე ქართული სტარტაპი, ჯამში 200.000 ლარის ინვესტიციებს მიიღებს.
ღონისძიება 31 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასულმა შვიდმა გუნდმა საკუთარი იდეების პროტოტიპები ჟიურის წარუდგინა. საინტერესოა, რომ მათი უმრავლესობა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს.
საბოლოო გადაწვეტილებით, სამი გამარჯვებული სტარტაპი გახდა:

  1. Cartune, რომელმაც მთავარი საპრიზო ადგილი და 100 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. სტარტაპის მიზანი ავტოინდუსტრიაში Airbnb-ის შინაარსის აპლიკაციის შექმნაა, რომელიც მომხმარებლებსა და ავტომექანიკოსებს დააკავშირებს.
  2. SOS auto – 70 000-ლარიანი დაფინანსების მფლობელი გახდა. ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია მომხმარებელს ევაკუატორის გამოძახებასა და ავტოასისტენტის მომსახურებას სთავაზობს.
  3. TPack-მა 30 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. სტარტაპის მიზანია კურიერების ჩანთებისთვის ტემპერატურის დასარეგულირებელი სისტემის შექმნა.

Future Laboratory-სა და თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startup Drive გასულ წელს დაიწყო. მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა, ხოლო პრეაქსელერაციის ეტაპისთვის 20-მდე მონაწილე შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. თითოეული პროექტის ავტორმა პროტოტიპის შესაქმნელად თეგეტასგან 5000-ლარიანი ინვესტიცია მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის წელს პირველად ჩატარდა
სტარტაპ დრაივი მომდევნო წელსაც ჩატარდება. სააქსელერაციო პროგრამაზე რეგისტრაცია 2023 წლის დასაწყისში გამოცხადდება

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *