“იზრუნე ჯანმრთელობაზე უფრო მარტივად” – თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს მეტად სწრაფ და ციფრულ მომსახურებას სთავაზობს. მათ ჯანმრთელობის დაზღვევის აპლიკაცია განაახლეს, რომლის მიზანიც ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებაა.
აპლიკაცია მომხმარებელს ახალ ფუნქციებს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, მათ აპის გამოყენებით ინსტრუმენტულ კვლევებზე სასურველ დროს ჩაწერა და პროვაიდერი კლინიკების საკონტაქტო ინფორმაციისა და მისამართების ნახვა სწრაფად და მარტივად შეეძლებათ.
ოჯახის ექიმთან ჩაწერა, მიმართვის მოთხოვნა, სასწრაფოს გამოძახება, ექიმთან ვიზიტის ჯავშნები, სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურება და სხვა სერვისები აპლიკაციის ახალ ვერსიაში მეტად გამარტივებულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/ufro-martivad