ამერიკული კომპანია Netflix-ი აბრუნებს Stranger Things: Puzzle Tales თამაშს თავის პლატფორმაზე ახალი Gameplay-ით, რომელიც პოპულარული სერიალის მე-4 სეზონის კონტენტზეა დაფუძნებული.
მომხმარებლებს შეეძლებათ მე-4 სეზონის ახალი პერსონაჟების სახით ითამაშონ. მათ თავსატეხები უნდა ამოხსნან მტრების დასამარცხებლად, როგორიცაა დემოგორგონი და სხვა ზებუნებრივი მონსტრები. ამ პროცესში მოთამაშეებს შოუს პერსონაჟების 50-მდე ვერსია შეუძლიათ შეაგროვონ.

აღსანიშნავია, რომ თამაში რეკლამების გარეშეა. ამით, კომპანია თამაშების პოპულარიზაციას ცდილობს.

Stranger Things: Puzzle Tales პირველად 2021 წელს გამოვიდა. App Store-დან და Play Store-დან კი მას შემდეგ ამოიღეს, რაც აგვისტოში Netflix-მა თამაშის გამომცემელი 72 მილიონ დოლარად შეიძინა. ჯერ კიდევ მაშინ სტრიმინგის სერვისმა გამოაცხადა, რომ თამაშის განახლებაზე მუშაობდა.
მომხმარებლებს განახლებული თამაშის ჩამოტვირთვა უკვე შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დიდ ძალისხმევას ხარჯავს თამაშების პოპულარიზაციისთვის, მან გამორჩეულ შედეგებს ვერ მიაღწია. აგვისტოში გამოქვეყნებული Apptopia-ის ანგარიშის მიხედვით, Netflix-ის თამაშები საშუალოდ მხოლოდ 1,7 მილიონ ყოველდღიურ მომხმარებელს იღებდა. ახალი მონაცემების მიხედვით კი, ახლა 223 მილიონი აბონენტი ჰყავს.

წინა სტატიაGITA-ს 150.000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფინალისტებს ტრენინგებს სილიკონ ველიდან მოწვეული ტრენერები ჩაუტარებენ
შემდეგი სტატიაDataFest Tbilisi 2022-ის ფარგლებში DemTech ჰაკათონი ჩატარდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი